20 აპრილი 2024,   12:30
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას პროცესი დღეს ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

დღესვე უზენაეს სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირების - გუგა ბარბაქაძისა და გიორგი ჯანაშიას სასამართლო პროცესიც გაიმართება.

კალანდიას ადვოკატის თქმით, ქართულ სასამართლო სივრცეში არაორდინალური სიტუაციაა, ვინაიდან გენერალური პროკურატურის მტკიცებით დათუნა სარალიძის მკვლელობა გუგა ბარბაქაძემ ჩაიდინა, ხოლო საქალაქო სასამართლოს განცხადებით კი, მკვლელობა მიხეილ კალანდიამ ჩაიდინა.

"ქართულ სასამართლო სივრცეში არის მეტად არაორდინალური სიტუაცია, რამეთუ ერთდროულად ბრალმდებელი, სახელმწიფო ბრალდება ანუ გენერალური პროკურატურა, ერთდროულად უზენაეს სასამართლოში ამტკიცებს, რომ სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა გუგა ბარბაქაძემ და იგივე პროკურატურა პარალელურად ამტკიცებს, ოღონდ თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომ ეს მკვლელობა მიხეილ კალანდიამ ჩაიდინა.

ეს კიდევ ერთხელ დასტურია იმისა, რომ მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე არის პოლიტიკური ნიშნით შეთითხნილი და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ არ იყოს ქვეყანაში ბუნტი და დესტაბილიზაცია," - აცხადებს მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა.

დღის ამბები