18 აპრილი 2024,   10:44
ვრცლად
კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში დაწყებულ საინფორმაციო სკირინინგს თერმული სკრინინგიც დაემატა - ამირან გამყრელიძე

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი ჩინეთში კვლავ მძივინვარებს, საქართველო ამ კუთხით დაბალი რისკის მაჩვენებლის ქვეშ არის.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, საქართველოს ქალაქ უხანთან პირდაპირი ავიამიმოსვლა არ აქვს და ამიტომ, მისი გავრცელების რისკიც ნაკლებია.

მიუხედავად ამისა, საქართველოში უკვე ამოქმედებულია პრევენციული ღონისძიებები და საზღვრებზე ვირუსის საწინააღმდეგო საინფორმაციო კამპანია ტარდება.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა დაბალი რისკის ზონაა, მაინც აუცილებელია მზადყოფნა იყოს. ამიტომ, იდგმება ის ნაბიჯები, რაც პირველად აუცილებლობას წარმოადგენს, ეს მოქალაქეებისთვის პირველი საინფორმაციო კამპანიაა. საინფორმაციო სკირინინგს თერმული სკრინინგიც დაემატა.

ჩინეთიდან შემოსულ ყველა ადამიანს, აეროპორტში თუ სახმელეთო საზღვარზე ტემპერატურა დისტანციურად ესინჯება. ბოლო დღებში, ჩინეთიდან პირდაპირი რეისები გაუქმდა. დღეს კი მსჯელობაა იმაზე, იყოს ეს რეისები თუ არა," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძე. 

დღის ამბები