18 თებერვალი 2020,   01:22
ვრცლად
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ქარის შედეგად ხარაჩო ჩამოიშალა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ქარის შედეგად ხარაჩო ჩამოიშალა.

როგორც აეროპორტში განმარტავენ, რკინის კონსტრუქცია აეროპორტში სამშენებლო სამუშაოებისთვის იყო განთავსებული.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა, ხარაჩოზე არავინ იდგა, არც ობიექტი დაზიანებულა.

ჩამოშლილი ხარაჩოს ალაგებას ამ ეტაპზე ცდილობენ.

დღის ამბები