25 აპრილი 2024,   17:28
ვრცლად
ეწინააღმდეგება თუ არა კონსტიტუციას აიდი ბარათების გაცემა ე.წ. ჩიპებით - საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის განხილვა დაიწყო

ეწინააღმდეგება თუ არა კონსტიტუციას აიდი ბარათების გაცემა ელექტრონული მატარებლით ანუ ე.წ ჩიპით - ამ საკითხთან დაკავშირებით სარჩელის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს დაიწყო. 

პირველმა კოლეგიამ გასული წლის დეკემბერში წარმოებაში მიიღო ნანა სეფაშვილისა და ია რეხვიაშვილის სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.

პირადობის მოწმობის გაცემის არსებული ნორმა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებულია, რის შემდეგაც მოქალაქეებს, რომლებსაც რელიგიური მრწამსის გამო ე.წ. ჩიპიანი მოწმობების აღების სურვილი არ ჰქონდათ, საშუალება მიეცათ აიღონ ბარათები ელექტრონული მატარებლის გარეშე.

დღევანდელ პროცესს მოსარჩელეებიც ესწრებიან. ასევე მოწმის სტატუსით დაიკითხებიან ექსპერტები. 

მოსარჩელეები ირწმუნებიან, რომ ელექტრონული მატარებლის "ჩიპის" შემცველი მოწმობა აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას უკავშირდება.

სერვისების განვითარების სააგენტოს იურისტის თქმით კი, მოსარჩელის მიერ მოტანილი მონაცემები სიმართლეს არ შეესაბამება.

დღის ამბები