23 აპრილი 2024,   12:59
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ბრიფინგზე ისაუბრებს

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით მალხაზ მაჩალიკაშვილი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

როგორც მან "რუსთავი 2"-ს განუცხადა,  აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტების კითხვას სპეციალურ ბრიფინგზე, იურისტებთან ერთად უპასუხებს.

შეგახსენებთ, დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ "სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო."

დღის ამბები