25 აპრილი 2024,   03:06
ვრცლად
აშშ-მ მწვანე ბარათების გაცემის წესი გაამკაცრა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მწვანე ბარათების გაცემის წესი გაამკაცრა. გადაწყვეტილება ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მიიღო.

ახალი წესით, მწვანე ბარათის მიღება იმ მიგრანტებს გაურთულდებათ, რომლებიც შტატების სოციალურ დახმარებას საჭიროებენ.

ახალი რეგულაციის თანახმად, მწვანე ბარათის გაცემისას მიგრანტების ასაკი, განათლებისა და ინგლისური ენის ცოდნის დონე იქნება გათვალისწინებული.

ყოველწლიურად მწვანე ბარათის მისაღებად განაცხადი 500 ათას ადამიანს შეაქვს.

დღის ამბები