19 აპრილი 2024,   08:05
ვრცლად
"სპეცრაზმელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების პირობებში, რადგან საფრთხე იმწუთიერი იყო" - პროკურატურა  

​თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეცრაზმელი, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა, რადგან საფრთხე რეალური და იმწუთიერი იყო.

"გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში

დღის ამბები