20 აპრილი 2024,   07:53
ვრცლად
ძლიერი დემოკრატიის ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუტებით - პრეზიდენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. სალომე ზურაბიშვილმა აქცენტი მშვიდობის მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებზე გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველო ამ ღირებულებების ერთგულია და მტკიცედ დგას ევროინტეგრაციის გზაზე.

"საქართველომ გასულ წელს წევრობის 20 წლის იუბილე იზეიმა, ამ თარიღამდე 12 წლით ადრე, კი საბჭოთა კავშირიდან გამოვიდა. დღეს რთულია წარმოვიდგინოთ სად ვიყავით და რამდენად სწრაფად მოხდა ცვლილება, რასაც შეიძლება რევოლუცია ვუწოდოთ.

მოკლე პერიოდში საქართველომ წარმატებას მიაღწია და გახდა პოსტსაბჭოტა ქვეყინიდან  გარდამავალი, ძლიერი, ზოგჯერ ძალიან ძლიერი დემოკრატიის ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუტებით, თავისუფალი ეკონომიკით, მდგრადი ეკონომიკური ზრდით," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები