20 აპრილი 2024,   01:18
ვრცლად
520-ე დადგენილება - დამოუკიდებელი დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ

დამოუკიდებელი დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ. მიზეზი 520-ე დადგენილებაა, რომელიც კლინიკებისთვის სამედიცინო მომსახურების ტარიფის დადგენას გულისხმობს.

საკითხთან დაკავშირებით დღეს დეპუტატები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებსაც ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შენიშვნები აქვთ. ექიმები მთავრობისგან გადაწყვეტილების გადახედვას ელოდებიან.

"დღეს, ჩვენი ინიციატივით შედგა შეხვედრა ექიმებთან და  კლინიკების ხელმძღვანელებთან, იმისათვის, რომ პირველწყაროდან მივიღოთ ინფორმაცია. 520-ე დადგენილების შემდეგ ორი თვე გავიდა და რა ხდება, რა მდგომარეობაა კლინიკებში, და მეორეს მხრივ, დავალიანებებთან დაკავშირებული საკითხი, რადგან მინისტრი ამბობს, რომ დავალიანება არ არსებობს, ამ დროს კლინიკები ამბობენ, რომ დავალიანებები არის და კლინიკების გარდა, არც ერთი საკითხი, რომელიც იყო დაპირებული გახარიას და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრის დროს, არც ერთი დანაპირები არ არის ჯერ შესრულებული,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.

განცხადება გააკეთა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.  

"520-ე დადგენილების ანაზღაურების ვალდებულება სამინისტროს დაუდგება მაისის თვეში, შესაბამისად, კლინიკების მიერ განცხადებული ფაქტი, რომ მათ ახლა უწევთ სამედიცინო პერსონალზე ხელფასების შემცირება, არის სიცრუე. გარდა ამისა, სამინისტროში მიმდინარეობს მათთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში და 520-ე დადგენილების ფარგლებში ტარიფებში არ ყოფილა ცვლილება შეტანილი სახელფასო ანაზღაურების კუთხით და ამის საფუძველი კლინიკებს არ გააჩნიათ,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

დღის ამბები