20 აპრილი 2024,   13:32
ვრცლად
პოლიციამ ბრიტანელ მოგზაურს დაკარგული ველოსიპედი დაუბრუნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრიტანელი მოგზაურის, როუან კემპბელის მოპარული ველოსიპედი იპოვეს და პატრონს დაუბრუნეს.

პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრიტანელი მოგზაურის ველოსიპედს თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მიაკვლია და სატრანსპორტო საშუალება კანონიერ მფლობელს დაუბრუნა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე გრძელდება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ამავე თემაზე
დღის ამბები