09 აპრილი 2020,   02:18
ვრცლად
შეთავაზება, რომ ჩატარებულიყო პროპორციული არჩევნები, შეეჯახა გადაულახავ ბარიერს და დესტრუქციას - ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მესამე სექტორის მიმართვას ეხმაურება.

ვოლსკის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში ქვეყანა ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციული ქმედებების განხორიციელების საფრთხის წინაშე დადგებოდა.

გარდა ამისა, ვოლსკი მესამე სექტორის მიმართვას პოლიტიკური პლატფორმიდან გაკეთებულს უწოდებს.

"ჩვენი შეთავაზება და არა ვალდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩატარებულიყო პროპორციული არჩევნები, შეეჯახა გადაულახავ ბარიერს და კონკრეტულად იმ დესტრუქციას, რაც 24 ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით ვიხილეთ. ამ შეთავაზების რეალიზაცია მოგვიტანს იმას, რასაც უკვე 24 ივნისიდან ემუქრებოდნენ საქართველოს - რევოლუციით, დესტაბილიზაციით და მთავრობის აშკარა პერსპექტივით.

მოწოდებები, განცხადებები გაკეთებულია პოლიტიკური პლატფორმიდან და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ანალიზს არ აკეთებს, რომელიც სიღრმეში არ იხედება და რომელიც არ იკვლევს მიზეზებს, თუ რატომ მოხდა და რამდენად პერსპექტიულია ის შეთავაზება, რაც დღეს ასეთი დაპირისპირების პირობებში გააჩნია ზოგიერთ ოპონენტს პარტიას," - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მესამე სექტორის წარმომადგენლები მმართველ პარტიას მოუწოდებენ, უზრუნველყონ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები დაუბრუნდნენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე - საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით დაწყებულ დიალოგის ფორმატს.

დღის ამბები