18 აპრილი 2024,   07:45
ვრცლად
იმ ღამეს, ცალკე-ცალკე ოთახებში გაგვიყვანეს, ყველანი ზეწოლის ქვეშ ვიყავით, ტერორისტები ზუსტად ისინი იყვნენ - თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია

თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიამ, ელენე მაჩალიკაშვილმა "კურიერთან" ის საღამო გაიხსენა, როდესაც სპეცოპერაცია ჩატარდა. ელენე მაჩალიკაშვილის თქმით, თემირლანს სპეცრაზმელებმა კარის შეღებისთანავე ესროლეს, მოგვიანებით კი ხელყუმბარა ოთახში თავადვე დადეს. 

"ყუმბარა მაგას ნანახიც არ ჰქონდა. თვითონვე გააკეთეს, თვითონვე ამოიტანეს, თვითონვე ჩაუდეს - აი, ეგ არის ნამდვილად სიმართლე. ბავშვი უკვე მკვდარი იყო. როგორც შეაღეს კარი, ბავშვს ესროლეს პირდაპირ თავში, და მერე ამოიტანეს და დადეს ის ხელყუმბარა. თუ ნამდვილად იყო ხელყუმბარა თემირლან მაჩალიკაშვილის, რატომ ააორთქლეს,"- განაცხადა ელენე მაჩალიკაშვილმა.

ელენე მაჩალიკაშვილის თქმით, ინციდენტის შემდეგ ოჯახის წევრები ცალ-ცალკე ოთახებში შეიყვანეს და მათზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

"იმ ღამეს, ცალკე-ცალკე ოთახებში გაგვიყვანეს ყველა, ყველანი ზეწოლის ქვეშ ვიყავით, როგორც ტერორისტები. მე ტერორისტი რა არის, არ ვიცოდი, მაგრამ ტერორისტები ზუსტად ისინი იყვნენ,"- განაცხადა ელენე მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშილის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.  

დღის ამბები