24 აპრილი 2024,   16:14
ვრცლად
მსხვერპლით დასრულებული ავარია გორში - მეორე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

გორში ავტოავარიას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა მშვიდობის გამზირზე მოხდა. ქალაქის გასასვლელში ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 18 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, მეორე დაშავებული სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ექიმის შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საჭირო გახდა ოპერაციის ჩატარება. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები