24 აპრილი 2024,   05:39
ვრცლად
ქალატვინის ღია მოტეხილობები - რას ამბობენ ექიმები ბაგრატის ტაძრის გალავნიდან გადმოვარდნილი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ბაგრატის ტაძრის გალავნიდან გადმოვარდნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე, 14 წლის მოზარდი კვლავ კლინიკაში რჩება. ბავშვს ქალატვინის ღია ტრავმა და ქალაფუძის მოტეხილობა აღენიშნება.

ექიმების ინფორაციით, მძიმე დაზიანებების მიუხედავად მოზარდის სიცოცხლეს, ამ ეტაპზე, საფრთხე არე ემუქრება და ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს.

ბავშვი ბაგრატის ტაძრის გალავანზე ფოტოების გადასაღებად აძვრა. ინციდენტი გუშინ მოხდა.

დღის ამბები