25 აპრილი 2024,   08:02
ვრცლად
ოხანაშვილის მიმართ მუქარაში ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძეს სასამართლომ ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა და პასპორტი გაუუქმა

ვახტანგ რობაქიძის სარჩელის მიღებაზე სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა. ანრი ოხანაშვილის მუქარაში დადანაშაულებული 7 ათას ლარიან გირაოს აპროტესტებდა. საქალაქო სასამართლომ მას ქვეყნიდან გასვლაც აუკრძალა და პასპორტი გაუუქმა.

პარალელურად, "ლელოს" ბრალდებული წევრი სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს - მუცლის კედლის დაჟეჟილობა სამედიცინო დასკვნამაც დაადასტურა.

რობაქიძე ამ ეტაპზე სახელმწიფო ინსპექტორისა და სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას ელოდება.

"მეორე სასამართლო ჩატარდა ესეც ჩემგან დამოუკიდებლად. რაც შეეხება ჩემთვის სამოქალაქო პასპორტის ჩამორთმევას, ანუ პასპორტი გამიუქმდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ოხანაშვილს ალბათ აქვს შიში, რომ მე სადმე არ მივიმალო. პირადად ანრი ოხანაშვილი და მისი გუნდი აკონტროლებს სასამართლო სისტემას დღევანდელ რეალობაში. ყველა ინფორმაცია გადავეცი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, აგრეთვე ჩართულია სახალხო დამცველის აპარატი. იმედი მაქვს, ეს უწყება მაინც შეძლებს ობიექტური დასკვნის დადებას," - განაცხადა ვახტანგ რობაქიძემ.

სისხლის სამართლის პასუხისგებაში რობაქიძე ბაკურიანში ანრი ოხანაშვილთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მისცეს.

დღის ამბები