24 აპრილი 2024,   01:17
ვრცლად
"სპარში" მომხდარი ინციდენტი და მძიმე მდგომარეობაში მყოფი კონსულტანტები - NGO-ები სავაჭრო ობიექტების შემოწმებას ითხოვს

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტისგან საცალო ვაჭრობის ობიექტების, მათ შორის "სპარის" დაუყოვნებლივ შემოწმებას კიდევ ერთხელ ითხოვს სამოქალაქო სექტორი.

7 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "სპარში" მომხდარი მორიგი ინციდენტი, კომპანიის შემოწმებისა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების საფუძველს იძლევა.

სამოქალაქო სექტორი მიმართავს პარლამენტსაც და მისგან ითხოვს, აღარ გადადოს შრომის კოდექსის ფუნდამენტური რეფორმა.

ორი დღის წინ სპარში 24 წლის მამაკაცი დაჭრეს, ერთი თვის წინ ამავე ობიექტზე დაშავებული ახალგაზრდა კი გასულ კვირას გარდაიცვალა. 

"სუპერმარკეტები დაცვაში არ ხარჯავენ ფულს, იქიდან გამომდინარე, რომ კონსულტანტებს უქვითავენ ხოლმე ჯიბიდან ხელფასს თუ რამე დაიკარგა ან მოიპარეს. შესაბამისად, კონსულტანტები არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში, განსაკუთრებით ღამის საათებში. ისინი დიდი სტრესის ქვეშ იმყოფებიან და აუცილებელია, რომ შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის სამსახურმა, ამ შემთხვევაში შრომის ინსპექცია უზრუნველყოს ის, რომ ამ ადამიანების ფიზიკური ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს დაცული," - განაცხადა ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრის, სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა, კოტე ერისთავმა. 

 

დღის ამბები