24 აპრილი 2024,   15:49
ვრცლად
"კულტურა ჩვენი რბილი ძალაა, ვაპირებთ მეტი ასეთი ძალის გამოყენებას" - სტრასბურგში ზურაბიშვილის სახელით მიღება გაიმართა

სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ვიზიტის დასასრულს, სალომე ზურაბიშვილის სახელით, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებისა და დიპლომატებისთვის მიღება გაიმართა. პრეზიდენტი ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს ქართული კულტურის შესახებ ესაუბრა და მათ მიღებაზე მისვლისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენი კულტურა ჩვენთვის ყველაფერზე ძვირფასია. ეს ჩვენი რბილი ძალაა. ის უფრო ეფექტური ხდება და ვაპირებთ მეტი ასეთი ძალის გამოყენებას, რათა შემოვუერთდეთ ევროპას მანამ, სანამ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდებით. ჩვენი კულტურით ჩვენ უკვე ევროპაში ვართ და ამ კულტურის ბევრ ასპექტს გაჩვენებთ," - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიღებაზე.

ღონისძიებაზე ქართველი დიზაინერის ქეთი ჩხიკვაძის კოლექციის ჩვენებაც მოეწყო.

დღის ამბები