25 აპრილი 2024,   07:57
ვრცლად
აღარ ითმენს დრო, ძალიან ცუდი სტატისტიკა გვაქვს სუიციდის მიმართულებით - საპატრიარქოში აზარტულ თამაშებზე იმსჯელეს

საპატრიარქოში აზარტული თამაშების ზიანის შემცირების სტრატეგიის შემუშავებაზე მსჯელობა გაიმართა. არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში აზარტული თამაშებს შედეგად სულ მცირე 400 ათასი ოჯახია დაზარალებული.

შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით გაიმართა. მას ფინანსთა სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"კანონპროექტი, რომელიც ერთი წლის წინ იქნა საბოლოოდ დახვეწილი, შეთანხმებული და ველოდებით ამ კანონპროექტის კანონად ქცევას და ეს შეხვედრა ამასაც გულისხმობს. ერთგვარი მოწოდებაა, რომ ყველა შემაფერხებელი ბარიერი ამ კანონპროექტის კანონად ქცევის პროცესში, გადალახულ იქნას უახლოეს მომავალში. აღარ ითმენს დრო, ძალიან ცუდი სტატისტიკა გვაქვს, მათ შორის სუიციდის მიმართულებით,“ - განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

დღის ამბები