25 აპრილი 2024,   20:41
ვრცლად
დარღვევები მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში და ხარვეზები მართლმსაჯულებაში - ომბუდსმენი სტრასბურგში შეხვედრებს განაგრძობს

მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა და ზოგადად საქართველოში მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები იქნება დღეს სტრასბურგში საქართველოს ომბუდსმენისა და ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტის შეხვედრის მთავარი თემა.

საუბარი შეეხება სამომავლო თანამშრომლობასაც. ნინო ლომჯარია სტრასბურგში ევროპის საბჭოს სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირებთან უკვე მესამე დღეა შეხვედრებს მართავს.

"ვისაუბრებთ რამდენად მნიშვნელოვანია სასამართლოსთვის ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციები და სამომავლოდ როგორ შეიძლება გაძლიერდეს ჩვენი თანამშრომლობა. ძალიან მნიშვნელოვანი საქმე განიხილება ასევე სასამართლოში, რომელიც შეეხება მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დროს გამოვლენილ დარღვევებს რამდენად შეიძლება გავლენა ქონდეს უკვე დანიშნული მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სამართლიანობაზე," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები