20 აპრილი 2024,   15:03
ვრცლად
პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა - ტრამპმა "ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა" წარადგინა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერთან ერთად "ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა" წარადგინა. დოკუმენტი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას და მის დედაქალაქად აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე აბუ-დისის განსაზღვრას გულისხმობს.

ტრამპის ინიციატივით, გეგმის განხორციელების შემთხვევაში აბუ-დისში შტატების საელჩო გაიხსნება. გეგმის მიხედვით, შემუშავებულია რუკა, რომლითაც პალესტინის ტერიტორია ორჯერ გაიზრდება. ამავე დროს დოკუმენტი იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს და მხარს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არსებული ებრაული დასახლებების სუვერენიტეტს უჭერს.

ტრამპის გეგმა მიუღებელია პალესტინის ლიდერისთვის და მას "შეთქმულებად" აფასებს.

დღის ამბები