25 აპრილი 2024,   20:54
ვრცლად
დღეიდან თბილისის მერიის სერვისების მიღებას მოქალაქეები რაიონულ სერვისცენტრებშიც შეძლებენ

დღეიდან თბილისის მოსახლეობას სხვადასხვა სახის მომსახურების მიღება საკუთარი რაიონის გამგეობებში განთავსებულ სერვისცენტრში შეეძლებათ - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის განმარტებით, პირველ ეტაპზე სერვისცენტრები 10-დან 8 გამგეობაში განთავსდება, ხოლო შემდგომ მათ რიცხვს საბურთალოსა და კრწანისის რაიონებიც მიემატება.

"ჩვენ ჩავატარეთ და განვახორციელეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. მომსახურეობა გამგეობებიდან გამოვიტანეთ და ერთი ქუდის ქვეშ შევქმენით სერვისცენტრები.

ნებისმიერი სერვისი, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ მერიის ცენტრალურ სერვისცენტრში, ანუ ჩვენთან ქვემოთ და იცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ყოველდღიურად, უკვე დღეიდან ყველა ამ სერვისის მიღება შესაძლებელი იქნება ათივე რაიონში.

ვთქვათ, გლდანში მცხოვრებ ადამიანს თუ აქვს რაიმე კონკრეტული საქმე სამგორის რაიონში, არ დასჭირდება გადაადგილება და სამგორში წასვლა, მას თავისივე რაიონში ექნება შესაძლებლობა მიიღოს ყველა ის სერვისი, რომლის მიღების შესაძლებლობაც დღეს მერიის ცენტრალურ სერვისცენტრში არის.

მე ვთქვი ათივე რაიონი, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ ეს სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც მოწყობილია ეს სერვისცენტრები, მხოლოდ 8 რაიონში იქნა პროექტი განხორციელებული იმიტომ, რომ საბურთალოს გამგეობა მინდა ავღნიშნო რომ ძალიან პატარა არის თავისი ფართიდან გამომდინარე, ვეძებთ ალტერნატიულ ფართს და იქ იქნება ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელი, ძალიან მალე დავამთავრებთ ამ პროექტს.

მეორე არის კრწანისი იმის გამო, რომ გამგეობა არ გვაქვს, გვქონდა იჯარით აღებული, თუმცა წელს ვიწყებთ კრწანისის გამგეობის მშენებლობას და რა თქმა უნდა ეს სერვისცენტრი იქ იქნება განთავსებული," - განაცხადა კახი კალაძემ.

დღის ამბები