20 აპრილი 2024,   03:31
ვრცლად
კაიროს დასახლებაში, ლორთქიფანიძის ქუჩა და მიმდებარე ჩიხების ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება - კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, კაიროს დასახლებაში, ლორთქიფანიძის ქუჩა და მიმდებარე ჩიხებში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. 

"თქვენ იცით, თუ რამდენად დიდი ყურადღება ეთმობა ჩვენი მხრიდან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებით და გვინდა მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ კაიროს დასახლებაში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე მიმდებარე ჩიხები იქნება მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით.

დღემდე აქ მუშაობდა კომპანია "ჯი-ვი-პი", რომელიც ახორციელებდა მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოებს. მე როგორც ვიცი კონკრეტულ ჩიხებში დამთავრებულია სამუშაოები და ჩვენ შევდივართ უკვე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებით.

ძალიან მალე, აქაც ყველაფერი მოწესრიგდება. უმძიმესი მდგომარეობა იყო, არც კანალიზაცია, არც წყალი, არც ასფალტი, ძალიან მძიმე პირობებში უწევდა ცხოვრება იქ ადამიანებს. მჭიდროდ დასახლებული უბანია და ჩვენი დაპირება იყო მისი მოწესრიგება, ამიტომ ამ დაპირებას შევასრულებთ," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები