24 აპრილი 2024,   23:30
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის უფროსის, კობა კოშაძის პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის უფროსის, კობა კოშაძის პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლოზე ბრალდების მხარის მოწმეებს უსმენენ. იკითხება 2 პოლიციელი, რომლებმაც კობა კოშაძე დააკავეს და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

ადვოკატი ისევ აცხადებს, რომ კოშაძეს იარაღი ჩაუდეს და მასზე თითის ანაბეჭდები არ არსებობს, რაც ორმა ექსპერტიზამაც დაადასტურა. საპირისპირო ვერსია აქვს ბრალდების მხარეს.

დღის ამბები