25 აპრილი 2024,   20:08
ვრცლად
სახელმწიფოს მიზნები, ინიციატივები და გეგმები - დონორთა ყოველწლიური ფორუმი ცერემონიების სასახლეში დღეს პრემიერმა გახსნა

დონორთა ყოველწლიური ფორუმი ცერემონიების სასახლეში დღეს პრემიერმა გახსნა.

სახელმწიფოს მიზნები, ინიციატივები და გეგმები - ეს მთავარი თემებია. გიორგი გახარიამ ქვეყნის პრიორიტეტებზე, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის საკითხებზე ისაუბრა. ფორუმს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მინისტრები და დეპუტატები ესწრებიან.

"შეუძლებელია, დღეს გამოწვევების გარეშე ვისაუბროთ უსაფრთხოების კომპონენტზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. ჩვენ კარგად გვესმის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, ვგულისხმობთ არამხოლოდ ქართული მიწის ოკუპაციას, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარების 20%-ით შეზღუდვას. ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია არის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხი იმაზე, რასაც დღეს ოკუპაცია ჰქვია. ამასთან ერთად, ჩვენ არ უნდა გამოგვრჩეს შიდა უსაფრთხოების კომპონენტიც, რომელიც მოიცავს მართლმსაჯულების სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, ასევე სისხლის სამართლის პოლიტიკის ერთიანი სისტემის შექმნას,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში კი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ისინი საქართველოსაგან კონკრეტულ ქმედებებს ელიან.

"დასახული მიზნების მისაღწევად უნდა დავრწმუნდეთ, რომ თითოეულ ლარსა და თითოეულ პროექტს შესაბამისად გამოვიყენებთ.ჩვენ საქართველოს პარტნიორები ველით კონკრეტულ ქმედებებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ყველაფერი ნაყოფიერი იქნება. მადლობა თქვენ ამ მაღალი დონის დიალოგში მონაწილეობისთვის," - განაცხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინ მაქლიმ.

 

დღის ამბები