19 აპრილი 2024,   16:31
ვრცლად
ქუთაისში სასაფლაოდან მარმარილოს ქვა და რკინის მოაჯირი მოიპარეს

ქუთაისში საფლავები გაძარცვეს. "რუსთავი2-ის" ჟურნალისტის ინფორმაციით, საფიჩხიის სასაფლაოდან მარმარილოს ქვა და რკინის მოაჯირი მოიპარეს.

ქურდობის ფაქტს, ქუთაისის მერიის შპს-ში "ქართული ტრადიციები 2011" საფლავების ძარცვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ.

"28 იანვარს საფიჩხიის სასაფლაოზე მესაფლავემ დააფიქსირა გაძარცული საფლავი, მოპარული იყო საფლავის ბიუსტი, ასევე ქვა და რკინის მოაჯირი, შპს-მ მოიძია დაკრძალული პიროვნების ოჯახი და ასევე, აღნიშნული ფაქტი აცნობა შსს," -განაცხადა შპს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 258-ე მუხლით დაიწყო, რაც მიცვალებულების უპატივცემულობას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

დღის ამბები