18 თებერვალი 2020,   11:26
ვრცლად
აშშ-ის ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოშია

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

"ამერიკის საელჩო მოხარულია, გაცნობოთ ელჩი კელი დეგნანის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლის შესახებ.
მოგესალმებით საქართველოში, ქალბატონო ელჩო! ჩვენ მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასამტკიცებლად ერთად მუშაობას,"- ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს Facebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები