03 ივლისი 2020,   14:12
ვრცლად
ისეთ ინტერპრეტაციებს ნუ გააკეთებთ, რაც ზურაბიშვილს არ უთქვამს - თალაკვაძე

ისეთ ინტერპრეტაციებს ნუ გააკეთებთ, რაც ზურაბიშვილს არ უთქვამს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძე განაცხადა.

თალაკვაძე პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველო მზადაა, რუსულ დელეგაციას ევროსაბჭოს მინისტერიალზე უმასპინძლოს.

"როდესაც ჩვენ გავხდით თავმჯდომარე ქვეყანა, ვალდებულებები ავიღეთ, ისევე, როგორც ეს ვალდებულებები ჰქონდა აღებული საფრანგეთს, სხვა ევროპულ ქვეყნებს და ეს თავისთავად გულისხმობს მინისტერიალის ჩატარებას საქართველოში. მინისტერიალი ტარდება ყველა წევრი ქვეყნის მონაწილეობით და ზუსტად ეს განმარტა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. მე გთხოვთ, რომ ინტერპრეტაციებს ნუ გააკეთებთ ისეთს, რაც მას არ უთქვამს," - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დარღვეული აქვს.

დღის ამბები