25 აპრილი 2024,   08:06
ვრცლად
დიდი თხოვნით მოგმართავთ, დამიდექით გვერდში "ქართული ოცნების" განადგურებისთვის - მალხაზ მაჩალიკაშვილი

"მოგართავთ საქართველოში და საზღვრებს გარეთ მყოფ ყველა ოპოზიციურ პარტიას, დიდი თხოვნით მოგმართავთ, დამიდექით გვერდში "ქართული ოცნების" განადგურებისთვის, ამ სიმახინჯის მოშორებისა და ამ სიმახინჯისგან ქართველი ხალხის გადარჩენისთვის,"- ეს განცხადება თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღეს, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ოჯახი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს.

მაჩალიკაშვილები ამბობენ, რომ სისტემა სპეცრაზმელს, რომელმაც უფლებამოსილებას გადაამეტა, არ გაწირავს, რადგან ამ შემთხვევაში მაღალი თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობაც დადგება.

"ჩემს შვილს ჩატაევთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, არ იცნობდა. მხოლოდ ტელევიზორში ჰყავდა ნანახი. ჩემი შვილის ერთადერთი დანაშაული, იმ ორი ჩეჩენი ბიჭის ნაცნობობაა, რომელიც 2 წლის განმავლობაში, სხვა ჩეჩნების მსგავსად, საქართველოში ცხოვრობენ. 

იმ ბიჭების ნაცნობობის გამო, ჩემი შვილი ტერორისტად გამოიყვანეს, ძალიან ადვილად იძახის სიტყვა ტერორისტს ხელისუფლება, რასაც მე ვგმობ, მარტო მე და ჩემი ოჯახი კი არა, მთელი ჩემი ქისტი ხეობა,"-აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი.

სტრასბურგში დავის პარალელურად ოჯახი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რასაც 50 კანონმდებლის მხარდაჭერა სჭირდება.

"ვემიჯნებით ტერორიზმს, ვგმობთ მის ყოველგვარ გამოვლინებას. მიგვაჩნია, რომ ტერორიზმი არის სასტიკი დანაშაული და მას არც ეროვნება, არც ასაკი არც დასაწყისი და დასასრული არ აქვს. 

თემირლან მაჩალიკაშვილის სახელის გაიგივება ტეროტიზმთნ, არის ხელმორე სასიკვდილო ტყვიის გასროლა, თემირლან მაჩალიკაშვილის სახელის და მისი ოჯახის მიმართ,"-აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ მმართველი გუნდი კომისიის შექმნას არ განიხილავს.

"არავის შეხვედრების პრობლემა არ აქვს. პრობლემა არის ის, უფრო მეტად დავალების მიმცემები, ვინც მას მართავენ, ცდილობენ საკითხის პოლირიკურად გამოყენებას. ჩვენ მას ამის საშუალებას არ მივცემთ. თუ მას უნდა პოლიტიკური ბრიფინგების ჩატარება, ამისთვის უპირველესად არსებობს მათი პარტიის ოფისი და ჩაატარონ. 

პირდაპირ მინდა გითხრათ, არ განვიხილავთ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხ,"-უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამნეტის თავმდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები