19 აპრილი 2024,   09:22
ვრცლად
ტრამპის სამშვიდობო გეგმას პალესტინაში საპროტესტო აქციებით შეხვდნენ

სამშვიდობო გეგმას პალესტინაში საპროტესტო აქციებით შეხვდნენ. ბეთლემში დემონსტრანტებსა და ისრაელის არმიას შორის შეტაკებები მოხდა. პალესტინელებმა ტრამპის ფოტოებსა და შეერთებული შტატების დროშებს ცეცხლი წაუკიდეს.

დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ "საუკუნის გარიგებას" "საუკუნის სილის გაწვნა" უწოდა პალესტინის პრეზიდენტმა. მაჰმუდ აბასმა პალესტინელებს ტელეეთერით მიმართა.

აღმოსავლეთ ქვეყნების კრიტიკის მიუხედავად, სამშვიდობო გეგმა მოიწონეს დასავლეთში. გაეროშიც აცხადებენ, რომ შეთანხმებას მხარს დაუჭერენ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ახალ დოკუმენტს ახლო არმოსავლეთში მრავალწლიანი კონფლიქტის მოგვარებაში წინგადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.

პალესტინის პრეზიდენტს მიმართა დონალდ ტრამპმაც და გეგმის შესწავლა სთხოვა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს განცხადება თეთრ სახლში საუკუნის გარიგების წარდგენის დროს გააკეთა.

თეთრ სახლში სამშვიდობო გეგმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრეზიდენტის თანდასწრებით წარადგინა. შტატების ლიდერმა რუკაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, თუ რა ტერიტორიებს აღიარებს ამერიკა ისრაელის შემადგენლობაში და რომელი მიწები მოხვდება პალესტინის სახელმწიფოში. დოკუმენტის მტავარი გზავნილებია პალესტინის სახელმწიფოს აღიარება, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობა და დასავლეთ სანაპიროზე ებრაულ დასახლებებზე ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელება. ბენიამინ ნეთანიაჰუ ტრამპის გეგმის განსახილველად რუსეთში გაემგზავრა, სადაც ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

დღის ამბები