19 აპრილი 2024,   17:24
ვრცლად
კორონავირუსის პარალელურად ჩინეთში კიდევ ერთმა ვირუსმა იფეთქა

კორონავირუსის პარალელურად ჩინეთში კიდევ ერთმა ვირუსმა იფეთქა. ეს არის ქათმის გრიპი.

ამჯერად, ეპიცენტრი ეპიდემიის გავრცელების ზონის მეზობელი პროვინცია ჰუნანია. ერთ-ერთ ფერმაში 5 ათასამდე შინაური ფრინველი დაავადდა და დაიღუპა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ გრიპის გავრცელების პრევენციის მიზნით პროვინციაში 18 ათასამდე ქათამი გაანადგურა.

ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრიოს ინფორმაციით, ამ ვირუსით ადამიანების ინფიცირების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.

დღის ამბები