25 აპრილი 2024,   13:10
ვრცლად
კორონავირუსით დაავადებულებისთვის მეორე საავადმყოფო 10 დღეში აშენდა - ფოტოები უხანიდან

უხანში 3 თებერვალს 25 ათასი კვ.მ. მოცულობის საავადმყოფო გაიხნება, რომლის მშენებლობაც, BBC-ს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ეს მეორე სამედიცინო დაწესებულება იქნება, რომელიც საგანგებოდ კორონავირუსით დაავადებულების მოსათავსებლად აშენდა.

მიწის მოსწორება ნაგებობის ასაშენებლად 24 იანვარს დაიწყეს.

საავადმყოფოს მშენებლობის პროცესი პირდაპირი ეთერით გადაიცემა, მოსახლეობას საშუალება აქვს, სამუშაოებს თვალი მუდმივად ადევნოს. გამოცემის Global Times ინფორმაციით, მშენებლობას პირდაპირ ეთერში 40 მლნ-ზე მეტი ადამიანი ადევნებს თვალს.

 

მშენებლობის დროულად დასამთავრებლად ინჟინრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიწვიეს. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სწრაფი მშენებლობა ჩინეთისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

ოფიციალური მონაცემებით, ეპიდაფეთქების შედეგად 304 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კი ინფიცირების 2600 ახალი შემთხვევაა დაფიქსირდა- ჯამში კორონავირუსს 15 ათასამდე ადამიანი ებრძვის. 

დღის ამბები