18 აპრილი 2024,   16:00
ვრცლად
ჩინეთიდან თურქეთში ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ

ჩინეთიდან თურქეთში ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები კორონავირუსით დაინფიცირებულები არ არიან.

პირველი განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა. უწყების ხელმძღვანელმა პირველადი ტესტის მონაცემები გაასაჯაროვა, ლაბორატორიული კვლევის საბოლოო შედეგი კი ორშაბათს გახდება ცნობილი.

ჯანდაცვის უწყებაში გამართული საგანგებო თათბირის შემდეგ შემდეგ, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. ის აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სიმპტომები არ აღენიშნებათ სპეცრეისით ანკარაში ჩაყვანილ არც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს.

"უხანიდან ევაკუირებულ ჩვენს მოქალაქეებს დაავადების ნიშნები არ აქვთ. ისინი ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდებიან საკარანტინო პერიოდის შედეგ. 18 პაციენტს უკვე ჩაუტარდა ე.წ. სწრაფი ტესტი, შედეგები კი უარყოფითი აღმოჩნდა. ნიმუშები აღებულია სხვა შემთხვევებშიც და საბოლოო პასუხი სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი. შედეგებიდან გამომდინარე შესაძლებელია 14-დღიანი საკარანტინო პერიოდის შემცირებაც. ჩვენ ასევე არ გვქონია ახალი კორონავირუსის შემთხვევები თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და მოქალაქეებს პანიკის საფუძველი არ აქვთ,"- განაცხადა ფარეტინ კოჩამ.

დღის ამბები