20 აპრილი 2024,   04:32
ვრცლად
"დიდი სცენის" 7 კონკურსანტიდან ერთი დღეს პროექტს დატოვებს - მაყურებელს როკის ტური ელოდება

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში "დიდი სცენის“ კონკურსანტები კონცერტისთვის ემზადებიან. დღეს მთელი დღის განმავლობაში მონაწილეები რეპეტიციებს გადიან. "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში მაყურებელი მეგაშოუს მეხუთე ლაივკონცერტს ნახავს. 

"დიდი სცენის" კონკურსანტები მაყურებლის წინაშე განსხვავებულად წარსდგებიან. დღეს როკის ტური გაიმართება, კონკურსანტები კი სხვადასხვა ცნობილ მუსიკალურ ნაწარმოებს შეასრულებენ.

კონკურსანტები სრულიად განსხვავებულ ამპლუაში წარსდგებიან. 7 კონკურსანტიდან ერთი, პროექტს დატოვებს. დღევანდელ კონცერტს წინა ტურზე გამოვლენილი 2 აუთსაიდერი დუეტით გახსნის. ამ ორს შორის არჩევანს უკვე მაყურებელი გააკეთებს, რომელმაც კონკურსანტების ნომრებზე უნდა დარეკოს. 

 

 

დღის ამბები