19 აპრილი 2024,   23:49
ვრცლად
სირიაში არმიასა და ოპოზიციის სამხედრო ფორმირებებს შორის სამხედრო დაპირისპირებები მიმდინარეობს

იდლიბსა და ალეპოში შეიარაღებული დაპირისპირება ასადის არმიასა და ოპოზიციის სამხედრო ფორმირებებს შორის მიმდინარეობს. სირიის არმია რუსეთის მხარდაჭერით ქვეყნის მთავარი სატრანსპორტო არტერიაზე კონტროლის დასამყარებლად იბრძვის. ავტომაგისტრალის გარშემო რუსულმა საჰაერო ძალებმა 80 ზე მეტი დარტყმა განახორციელეს.

შექმნილი ვითარების გამო შეშფოტებულია თურქეთი, ოფიციალური ანკარა რუსეთს მოუწოდებს, აიძულოს ასადის მომხრეები, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეასრულონ.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა სირიის საზღვრისკენ მძიმე ტექნიკა გაგზავნა.

სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტს ოპოზიცია დაუპირისპირდა.

დღის ამბები