19 აპრილი 2024,   06:13
ვრცლად
ახალი სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორად გიორგი ჩოგოვაძე დაინიშნა

გიორგი ჩოგოვაძე სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორად დაინიშნა. აეროპორტების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი ახალ თანამდებობაზე ჯანდაცვის მინისტრმა წარადგინა.

ჰოლდინგის ძირითადი მიზანი, სამედიცინო დაწესებულებებში მენეჯმენტის ეფექტურობის გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესებაა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჰოლდინგის დაარსების პასუხისმგებლობა სამინისტრომ თავის თავზე აიღო.

"სახელმწიფოს დიდი ხანია ესაჭიროება დაქვემდებარებაში მყოფი კლინიკები იმისათვის, რომ უფრო მყარად უზრუნველყოს სერვისების განხორციელება და კონტროლი. ჩვენ ავიღეთ ჩვენს თავზე პასუხისმგებლობა და გადავწყვიტეთ ჰოლდინგი დაგვეარსებინა,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის თქმით, ჰოლდინგი სახელმწიფო დაქვემდებარებაში არსებულ საავადმყოფოებს და მათ მექანიზმს გააკონტროლებს.

"ჰოლდინგი გააერთიანებს სახელმწიფო ბალანსზე არსებულ საავადმყოფოებს. ეს იქნება მექანიზიმი იმისათვის, რომ ცენტრალიზებული მართვა განხორციელდეს და გაიზარდოს მომსახურეობის ხარისხი," - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

დღის ამბები