19 აპრილი 2024,   02:27
ვრცლად
კამათი მამუკა მდინარაძესა და რომან გოცირიძეს შორის - სიტყვიერი დაპირიპირების მიზეზი "ორიონ სტრატეჯს“ შორის დადებული კონტრაქტი გახდა

კამათი მამუკა მდინარაძესა და რომან გოცირიძეს შორის - სიტყვიერი დაპირისპირება პოლიტიკოსებს შორის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადება გახდა, სადაც მამუკა მდინარაძემ "ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანია "ორიონ სტრატეჯის“ შორის დადებული კონტრაქტის დეტალებზე ისაუბრა.

აქვე, მდინარაძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის მიხედვით, "ნაციონალურ მოძრაობას"  საკუთარ წარმომადგენლად საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ბათუ ქუთელია ჰყავს მითითებული. 

"ხელშეკრულებაში ხელმომწერი არის დაფარული, როგორც ყოველთვის, მაგრამ წარმომადგენლად მითითებულია ბათუ ქუთელია. აპლიკაციაში, რომელიც გამოქვეყნებულია ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე. ეს ყალბია?“ - მიმართა მდინარაძემ რომან გოცირიძეს.

ამ განცხადების შემდეგ, თავად პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ მდინარაძე მანიპულაციასა და არასწორი ინტერპრეტაციის გაკეთებაში დაადანაშაულა.

"თქვენ აკეთებთ მანიპულაციას, არასწორ ინტერპრეტაციას. მანიპულაცია არის ის, როდესაც ოფიციალური კონტრაქტით, რომელიც ხელმოწერილია კობა ნაყოფიას მიერ, თქვენ მანიპულირებთ რაღაც დოკუმენტით, რომელიც არ არის ჩემთვის ნაცნობი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

დღის ამბები