19 აპრილი 2024,   14:05
ვრცლად
დიდი ხნის მანძილზე ვთანამშრომლობთ და მიღწეული პროგრესი საკმაოდ დიდია - კელი დეგნანი არჩილ თალაკვაძეს შეხვდა 

ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის უკვე მიღწეულ შედეგებზე და პარტნიორობის გაღრმავების გზებზე ისაუბრეს.

ხაზი გაესვა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობასაც. განხილვის თემა იყო ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რეგიონული თანამშრომლობის პრობლემატიკა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები.

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ შეხვედრა კონსტრუქციული იყო. 

"გვქონდა ძალიან კონსტრუქციული და კარგი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულება, რაშიც გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა და პარტნიორობა. მათ შორის არის უსაფრთხოების სფერო, განათლების სფერო, ასევე პოლიტიკური პროცესების დემოკრატიზაცია, პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაცია, ეკონომიკური კავშირები. 

ასევე ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, კიდევ როგორ შეიძლება გაღრმავდეს და განვითარდეს უკვე არსებული ურთიერთობები. მართლაც ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვთანამშრომლობთ და ბევრი რამ გაკეთდა, მიღწეული პროგრესი არის საკამოდ დიდი, თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი და დღევანდელი შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გვესაუბრა ჩვენი ურთიერთობების განმტკიცებასა და გამყარებაზე,"- განაცხადა კელი დეგნანმა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლება პარტნიორებთან ურთიერთობების მეტად გასამყარებლად ყველაფერს გააკეთებს.

"გავაცანი მას ჩვენი ხედვები მომავალთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რესურსი. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ურთიერთობა უფრო მეტად გამყარდეს,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები