20 აპრილი 2024,   13:08
ვრცლად
"თქვენ ხართ პუტინისა და ფსბ-ს წარმომადგენელი" - სიტყვიერი დაპირისპირება გიორგი ბოტკოველსა და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს შორის

ხმაური კახეთში - "ერთმანეთს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, მიხეილ ხუბუტია სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ბოტკოველსა და ხუბუტიას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, როცა ოპოზიციის წევრი ბიზნესმენის მიერ მიწის ნაკვეთების შეძენის გასაპროტესტებლად ხუბუტიას კუთვნილ ტერიტორიაზე ჩავიდა.

გიორგი ბოტკოველოს განმარტებით, რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ქართველმა ბიზნესმენმა ჰექტრობით მიწა, ჯერ კიდევ, ერთი წლის წინ შეიძინა. ფაქტის გასაპროტესტებლად გიორგი ბოტკოველი სოფელ ნაფარეულში ჩავიდა.

ბოტკოველმა მიხეილ ხუბუტიას რუსეთის წარმომადგენელი უწოდა.

"თქვენ ხართ, ჩვეულებრივად, დღეს ჩემი ხედვით და ნორმალურად მოაზროვნე ქართველის ხედვით, პირდაპირ პუტინის და რუსეთის წარმომადგენელი," - მიმართა გიორგი ბოტკოველმა, ხუბუტიას. ხუბუტიამ კი ბოტკოველს "უსაქმური და დებილი" უწოდა.

"ამ მოღალატების ადგილი ამ ქვეყანაში ნამდვილად არ არის. ხვალ შეიძლება ამ ადამიანებმა ეს ტერიტორია გამოაცხადონ რუსეთის ტერიტორიად, იმიტომ, რომ მათი საკუთრებაა. ამიტომ, საოკუპაციო ხაზი დღეს შეიძლება გაივლოს ნაფარეულში, სწორედ იმ ადამიანების მხრიდან, რომელი ადამიანებიც პირდაპირ არიან პუტინის და ფსბ-ს წარმომადგენლები," - განაცხადა ბოტკოველმა.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ბრალდებებს რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი უარყოფს, მიხეილ და ამბობს, რომ პოლიტიკასთან მას საერთო არაფერი აქვს.

დღის ამბები