20 აპრილი 2024,   04:32
ვრცლად
კობი-გუდაურის მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

კობი-გუდაურის მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რომელიც საკუთარი ავტომობილით იმყოფებოდა კურორტზე, თოვლის მასამ ხევში გადააგდო.

"კურიერის" გადამღები ჯგუფი უკვე გზაშია და უახლეს ინფორმაციას 9-საათიან გამოშვებაში შეიტყობთ. 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსის თემურ მონიავას თქმით, ზვავმა ავტომობილი, რომელშიც 3 ადამიანი იმყოფებოდა ხევში გადააგდო,  დაღუპული და დაშავებული პირების იდენტიფიცირება კი ჯერ არ მომხდარა:

"სტეფანწმინდა-გუდაურის გზის მონაკვეთზე მოხდა ზვავის ჩამოწოლა, რის შედეგადაც ერთი ავტომობილი გადავარდა ხევში, სადაც იმყოფებოდა 3 მგზავრი. ერთი მგზავრი ამოყვანილია უვნებლად, ერთ მგზავრს აქვს ქვედა კიდურის დაზიანება, ხოლო მესამე მგზავრი სამწუხაროდ გარდაიცვალა. მიმდინარეობს ცხედრის  ამოსვენების და დაშავებულის ამოყვანის სამუშაოები. იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა ამ პიროვნებების, შესაბამისი უწყებები ადგენენ ვინაობას," - განაცხადა თემურ მონიავამ.

დღის ამბები