25 აპრილი 2024,   14:01
ვრცლად
როდესაც ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა ხდება, აშშ როგორც მხარდამჭერი ერთვება პროცესში - ჯონათან კაცი კრიტიკულ წერილებზე

დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაიწყო. სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესში შეხვედრების გამართვამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მარშალის ფონდის ანალიტიკოსებს შეხვდა. ექსპერტებთან საუბრის ძირითადი თემა საქართველოს საგარეო და საშინაო საფრთხეები იყო. განიხილეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ისაუბრეს ქვეყნის დემოკრატიზაციაზე, ასევე, კონგრესმენების წერილებზე. მარშალის ფონდის ანალიტიკოსის ჯონათან კაცის განცხადებით, ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის გამოგზავნილი წერილები იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს პარტნიორებს სურთ უფრო ძლიერი ქართული დემოკრატია:

"ჩვენ განვიხილეთ შტატებისა და საქართველოს ურთიერთობები, საგარეო საფრთხეები, რასაც ქვეყანა აწყდება, ასევე საფრთხეები ქვეყნის შიგნით, მათ შორის 2020 წლის არჩევნებიც, იმის პერიფრაზი, რასაც შტატებში ფიქრობენ ასე ჟღერს: ყველას სურს დარწმუნდეს, რომ საქართველოში იქნება თავისუფალი და გამჭვირვალე 2020 წლის არჩევნები. აშშ-ის მთავრობამ წარსულშიც მოითხოვა საქართველოს მთავრობისგან, რომ ის დარჩეს ვალდებულებების ერთგული, რაც გასული წლის ზაფხულში გაკეთდა და სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას ეხებოდა, თქვენ ნახეთ წერილები რაც კონგრესმენების მხრიდან იწერებოდა, რომელთაც სურთ ამაში დარწმუნდნენ. ვფიქრობ ვაშინგტონში ეს და სხვა საუბრები დაეხმარება საქართველოს ევროატლანტიკურ გზას. საქართველოს პარტნიორებს სურთ უფრო ძლიერი ქართული დემოკრატია, თავისუფალი და გამჭვირვალე საარჩევნო სისტემა, ეს კი დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლებაზე, ოპოზიციაზე, სამოქალაქო სექტორზე, საქართველოს პარტნიორები შეშფოთებულები არიან, რომ საქართველო შესაძლოა არ წავიდა იმ გზით, რა მოლოდინიც მათ ქონდათ. დროა საქართველომ სწორი ნაბიჯები გადადგას ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, სწორედ ეს იყო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა, როცა კონგრესმენები წერენ წერილებს ეს არაა პარტიზანული დაჯგუფების ქმედება, ეს არის მეგობრობის გამოვლინება, ასევე იმის გამოვლინება, რომ როდესაც დემოკრატიის უკუსვლა ხდება ქვეყანაში აშშ, როგორც მხარდამჭერი ერთვება პროცესში," - განაცხადა ჯონათან კაცმა.

დღის ამბები