20 აპრილი 2024,   17:23
ვრცლად
განვიხილავთ კანონპროექტს, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, გაკოტრების ეტაპი აიცილონ - გახარია

საქართველოს მთავრობა "რეაბილიტაციის და გაკოტრების შესახებ" კანონპროექტს განიხილავს.

აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

პრემიერის ინფორმაციით, კანონი კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, აიცილონ გაკოტრების ეტაპი და რეაბილიტაციის ეტაპზე კომპანიის გაჯანსაღება შეძლონ.

"დღეს განვიხილავთ ძალზედ მნიშვნელოვან ახალ კანონპროექტს, ეს გახლავთ "რეაბილიტაციის და გაკოტრების შესახებ" კანონპროექტი, რომელზეც დეტალურად იმუშავა იუსტიციის სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ. ეს არის ძალზედ ხანგრძლივი შრომის შედეგი.

დარწმუნებული ვარ, ეს იქნება საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კანონპროექტი და ქართულ ეკონომიკას სარგებელს მოუტანს. ჩვენ წლების მანძილზე ვგრძნობდით, როგორ უჭირდათ კომპანიებს, რომლებიც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში ხვდებოდნენ. ეს არის კანონი, რომელიც მისცემს კომპანიებს შესაძლებლობას, აირიდონ გაკოტრების ეტაპი და რეაბილიტაციის ეტაპზე შეძლონ კომპანიის გაჯანსაღება. ეს პირველ რიგში ნიშნავს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და ჩვენი მოქალაქეებისთვის სიკეთეს," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები