25 აპრილი 2024,   20:24
ვრცლად
ავთანდილ წერეთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

"ტვ პირველის" მფლობელის, ვატო წერეთლის მამა, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვატო წერეთლის ინფორმაციით, მან მამა სააბაზანოში, უგონო მდგომარეობაში იპოვა.

ვატო წერეთელი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ ავთანდილ წერეთელს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისედაც მძიმე იყო, ყოველდღე საათობით ატარებენ სასამართლოში. 

ვატო წერეთლის თქმით, მის ოჯახზე მსგავსი ზეწოლა ტელევიზიის გაჩერების მიზნით ხორციელდება.

დღის ამბები