19 აპრილი 2024,   17:33
ვრცლად
რომელ საარჩევნო მოდელს აირჩევს ქვეყანა, ეს ჩვენი სუვერენული არჩევანია - არჩილ თალაკვაძე ეუთო/ოდირის დასკვნაზე 

ეუთო/ოდირის დასკვნას, ამერიკაში ვიზიტად მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეუთოს ადამიანის უფლებების ოფისის დასკვნაში საუბარია, რომ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, ქვეყნის სუვერენული არჩევანია.

მისი თქმით, მთავრობა ოპოზიციას კვლავ 100/50 მოდელს სთავაზობს და იმედოვნებს, რომ ოპოზიცია დათმობებზე წავა.

"საუბარია იმაზე, რომ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ლეგიტიმაცია აქვს, როგორც შერეულ ასევე, პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემებს. რომელ საარჩევნო მოდელს აირჩევს ქვეყანა ეს ჩვენი სუვერენული არჩევანია. ჩვენ ოპოზიციასთან კომპრომისული შეთავაზება გვაქვს 100/50-ზე, სადაც მკვეთრად იზრდება პროპორციული მანდატების რაოდენობა და მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა მცირდება," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები