20 აპრილი 2024,   03:33
ვრცლად
ყველას მოვუწოდებ, ოდირის დასკვნა ბოლომდე წაიკითხონ, მაშინ მე-5 რაუნდი შედეგიანი იქნება - ხუნდაძე

ეუთო/ოდირის დასკვნას ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარი დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა. ხუნდაძე ყურადღებას ამახვილებს დასკვნის მე-13 პუნქტზე, სადაც ნათქვამია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევისას მხარეებმა პატივი უნდა სცენ წარმომადგენლობის პრინციპს და ხელი შეუწყონ უმრავლესობის შექმნას.

"საინტერესოა ის ნაწილი, რაზეც ნაკლებად ვისმენ კონტექსტს, რომ იქ პირდაპირ არის მინიშნებული - საარჩევნო სისტემა უნდა ემსახურებოდეს ორ ძირითად პრინციპს და ეს ბალანსი უნდა იყოს დაცული. ერთი რომ უნდა იყოს წარმომადგენლობითობა დაცული და აუცილებელი პირობაა, ხელი უნდა შეეწყოს უმრავლესობის ჩამოყალიბებას, რაც იქნება გარანტი, რომ მმართველი გუნდი შეძლებს სტაბილურ მართვას და სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბებას.

ამას ვამბობდით ჩვენ აქამდე, სწორედ ამან განაპირობა ჩვენი პრინციპული პოზიცია და კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, რომ ბოლომდე წაიკითხონ, ბოლომდე გაითავისონ ის ძირითადი აქცენტები და მაშინ, მეხუთე რაუნდი აუცილებლად იქნება შედეგიანი," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები