26 აპრილი 2024,   01:16
ვრცლად
აქტივისტებმა ირაკლი შოთაძის ფიტული პარლამენტის წინ, მწვანე ჯებირთან დატოვეს

"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ და მისმა მომხრეებმა გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის ფიტულის პარლამენტში შეტანა სცადეს.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა აქტივისტებს შენობაში ფიტულის შეტანის უფლება არ მისცეს, მათ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. მოქალაქეებმა ირაკლი შოთაძის ფიტული პარლამენტის წინ, მწვანე ჯებირთან დატოვეს.

აქტივისტებმა ჯებირზე სხვადასხვა ლოზუნგიც გააკრეს.

ავტორი: ქეთი გამრეკლიძე

დღის ამბები