24 აპრილი 2024,   12:39
ვრცლად
ეუთო/ოდირის მე-13 პუნქტი და პოლიტიკოსების დასკვნები დოკუმენტზე - შედგება თუ არა კონსენსუსი მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე

ოდირის დასკვნის მე-13 პუნქტზე აქცენტი დოკუმენტის გამოქვეყნებიდან მესამე დღეს გაკეთდა. ე.წ. ამბოხებულმა მაჟორიტარმა მასში ორგანიზაციის მთავარი რეკომენდაცია ამოიკითხა, რამაც პროპორციულ სისტემის წინააღმდეგ არგუმენტები გაუმყარა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, საარჩევნო სისტემაზე მსჯელობისას უმრავლესობის შექმნის ხელშეწყობას სათანადო ყურადღება არ ექცევა. მაჟორიტარის თქმით, სწორედ ეს პრინციპია ქვეყნის სტაბილური მართვის გარანტია, რაც უმრავლესობის შეთავაზებაშიც არის ასახული.

დოკუმენტის ამ პუნქტს "ოცნების" მაჟორიტარის მსგავსად, ოპოზიციის ნაწილიც საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ კითხულობს. "ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ოდირის მიერ ნახსენებ ორივე პრინციპს სრულად ითვალისწინებს ოპოზიციის ე.წ. გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვარიანტი.

დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას შეთანხმებისკენ, ახლა უკვე ოდირის დასკვნიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

ვინ რა კომპრომისზე წავა ოდირის დასკვნის ინტერპრეტაციების ფონზე, მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის შემდეგ გამოჩნდება.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია ელჩების თანდასწრებით მაგიდის ირგვლივ სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დასხდებიან.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები