20 აპრილი 2024,   14:44
ვრცლად
თავდასხმა იდლიბში - თვითმკვლელმა ტერორისტმა მანქანა სამხედრო პუნქტთან ააფეთქა

სირიულმა სამხედრო დაჯგუფებამ დრონით გადაღებული ვიდეომასალა ინტერნეტსივრცეში გამოაქვეყნა. კადრებში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ იდლიბში განხორციელებული თავდასხმა ჩანს.

თავდამსხმელმა მანქანა სამხედრო პუნქტთან ააფეთქა. დაღუპულია 3 პოლიციელი. თურქეთის მუქარის მიუხედავად, იდლიბში საომარი მოქმედებები გრძელდება.

სირიის სამთავრობო ძალები, რუსეთის მხარდაჭერით, ოპოზიციის წინააღმდეგ ავიაიერიშებს ახორციელებენ. საომარი მოქმედებების გამო, კონფლიქტის ზონა ნახევარ მილიონზე მეტმა ადგილობრივმა დატოვა.

დღის ამბები