25 აპრილი 2024,   02:30
ვრცლად
ზუგდიდის მერია ქალებისთვის 3 და 8 მარტის დღესასწაულების მისალოცად ხორცსაკეპ მანქანებს შეიძენს

ზუგდიდის მერია ქალებისთვის 3 და 8 მარტის დღესასწაულების მისალოცად ხორცსაკეპ მანქანებს შეიძენს. შესაბამისი ტენდერი მერიამ 7 თებერვალს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სადღესასწაულო საჩუქრებისთვის 3 980 ლარს დახარჯავს. 

მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნულს საოჯახო ტექნიკას ადგილზე მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციის იმ წევრებს გადასცემს, რომლებსაც თავად ეს ორგანიზაციები წარადგენენ. 

"ეს არის საოჯახო ტექნიკა, რომელიც ოჯახში საერთო მოხმარებისაა და ყველას თანაბრად შეუძლია გამოყენება," - აღნიშნეს მერიაში. 

"კურიერს" მერიაში განუმარტეს, რომ მსგავსი საჩუქრებით მათ ქალები გასულ წელსაც დაასაჩუქრეს და მათ აირ გრილები გადასცეს.

დღის ამბები