19 აპრილი 2024,   22:49
ვრცლად
"ლელოში" საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნებისგან" უკვე შეთავაზებულ ვარიანტზე რეაგირებას ელოდებიან

პოლიტიკური მოძრაობა "ლელო საქართველოსთვის" სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ხელისუფლებასთან დაგეგმილ შეხვედრის მეხუთე რაუნდზე, სადაც 2020 წლის არჩევნების ჩატარების წესზე უნდა იმსჯელონ, ახალი წინადადებით მისვლას არ აპირებს. პარტიაში განმარტავენ, რომ ახლა "ქართული ოცნებისგან" უკვე შეთავაზებულ ვარიანტზე რეაგირებას ელოდებიან.

"ის რაც შეთანხმებულია, ის რასაც ყველა ოპოზიციური ძალა უჭერს მხარს, კიდევ ვიმეორებ, ამჯერად დევს მაგიდაზე და ამის თაობაზე ხელისუფლებამ შემდეგ რაუნდზე უნდა გვითხრას თავისი არგუმენტირებული პოზიცია და არგუმენტირებული პასუხები,"- განაცხადა "კურიერთან" საუბრისას პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ. 

დღის ამბები