25 აპრილი 2024,   04:30
ვრცლად
ძლიერი ყინვა, დიდთოვლობა და ზღვაზე შტორმი - დასავლეთ საქართვლოში ტემპერატურა, შესაძლოა, -8 გრადუსამდე დაეცეს

დღეს ღამე საქართველოში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში შესაძლებელია ტემპერატურა -5 -8 გრადუსამდეც კი დაეცეს. რამდენიმე დღეში კი ისევ მოთოვს. ზღვაზე 4-ბალიან შტორმსაც ელდოებიან, მთაში კი ქარბუქს და ზვავსაშისროებას.

ზვავსაშიშროების გამო, ამ დროისთვის გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს.

გუდაურის ბოლო წერტილში, რომლის იქითაც მოძრაობა შეზღუდულია, გაჩერებულები არიან ტურისტები და მოგზაურები მსუბუქი ავტომობილებით. ისინი გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებას ელოდებიან.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ცნობით, გზის გაწმენდითი სამუშაოები ორივე მხრიდან მიმდინარეობს.

დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს ამ დრომდე ებრძვიან მაღალმთიან აჭარაში. პროცესში 84 ერთეული სპეცტექნიკაა ჩართული. სამუშაო 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

ბათუმში კი შტორმისთვის ემზადებიან. პარალელურად საზღვაო ქალაქში გზის წმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა გრძელდება. ტრანსპორტი აქ შეფერხებით, თუმცა მაინც გადაადგილდება. 

აღარ თოვს გურიაში, თუმცა პრობელემებს ლიპყინული ქმნის. გზებზე დილიდან იყრება ტექნიკური მარილი. ერთადერთ პრობლემურ მონაკვეთად შუხუთი-აცანას 5კმ-იანი მონაკვეთი რჩება. 

უხვი ნალექი და და დაბალი ტემპერატურა სინპოტიკოსების ვარაუდით 11 თებერვლის ჩათვლით შენარჩუნდება. რის შემდეგაც თანდათან დათბება. თუმცა ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა 24 თებერვლიდან კვლავ არის მოსალოდნელი. მეტეოროლოგების გათვლებით, ყინვა კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდება.

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები